საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ კლაუს ჰიპის მორიგი საჯარო ლექცია და საჩუქარი თსუ ბიბლიოთეკას

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, 2024 წლის 21 მარტს გაიმართა ცნობილი გერმანელი მეწარმის, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდის „HIPP“ დამფუძნებლის, პროფესორ კლაუს ჰიპის მორიგი, გერმანულენოვანი, საჯარო ლექცია თემაზე - „ბიზნესის ეთიკა“.

პროფესორი კლაუს ჰიპი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და საქართველოს საპატიო კონსული სამხრეთ გერმანიის მიწებზე. მრავალი წელია, იგი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, რეგულარულად კითხულობს გერმანულენოვან ლექციებს, ბიზნესის ეთიკის მიმართულებით. ამასთან, იგი ყოველწლიურად ირჩევს საუკეთესო ორ-სამ სტუდენტს და სრული დაფინანსების პირობებში, იწვევს მათ გერმანიაში, საკუთარ საწარმოში, ერთთვიანი საზაფხულო პრაქტიკის გასავლელად. ამ წლების განმავლობაში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მრავალმა სტუდენტმა გაიარა პრაქტიკა ბავარიაში მდებარე HIPP-საწარმოში და მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება მიიღო.

ამას გარდა, ბატონმა კლაუს ჰიპმა, ჩვენს უნივერსიტეტს, საჩუქრად გამოუგზავნა  გამომცემლობა: World Scientific Academic publisher (www.worldscientific.com) ინგლისურენოვანი სამეცნიერო წიგნების დიდი რაოდენობა, რომელიც უკვე გადაეცა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.

 

თარიღი: 22/03/2024